გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა

26 მარტს ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ის დღეს 82 წლის გახდა.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ყველაზე ცნობილია ნაწარმოებებია: ,,სამოსელი პირველი", ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა.

დოჩანაშვილს 2010 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა, ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმად ყოფილზე“.