სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ სასულიერო პირებს, მათ შორის ტაძრის წინამძღვარს და ასევე მედავითნეს. ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება, ტაძარში კი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

"ჩვენს ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმ. ნიკოლოზის ტაძარი იქნება დაკეტილი. ჩატარდება დეზინფექცია," - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.