თამარ გაბუნია: თბილისში Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო.

მისივე თქმით, რეზერვში დაახლოებით ვაქცინის 3 000 -მდე დოზა არის დარჩენილი.

გაბუნიას განცხადებით, გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა.

„ჯერჯერობით Pfizer არის, მაგრამ ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია. 10 000-ზე ოდნავ მეტია რეგისტრირებული, თუმცა დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.