თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ და მისმა მოადგილემ, ნოდარ ფანჩულიძე თანამდებობები დატოვეს.
ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად.
ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე თანამდებიბიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს გადადგნენ.
ცნობისთვის, ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლიდანაა.