ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, 100 ცნობილ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინა საჯაროდ ჩაუტარდება.
„რაც შეეხება 100 ცნობილი ადამიანის ვაქცინაციას, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად სანდოა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება.
თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.
არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს, ამ კომპონენტში არ არის ჩადებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.