ნიკოლოზ სამხარაძე: კუბილიუსის განცხადება საბანაძის გადადგომაზე უადგილო იყო

"კუბილიუსის განცხადება საბანაძის გადადგომაზე უადგილო იყო", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე ეხმაურება ევროპარლამენტარ ანდრიუსს კუბილიუსს,. რომელმაც განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს ნატა საბანაძეს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს.

სამხარაძის თქმით, კუბილიუსის ეს განცხადება უადგილოა და ევროპარლამენტარის საქმე არ არის.

მისივე თქმით, მას არ სმენია იმის შესახებ, რომ საბანაძის გადადგომას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება.

“რაც შეეხება დაპირისპირებას, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ, რომ იქ დაპირისპირება არ ყოფილა. ხოლო კუბილიუსის განცხადება კი, ვფიქრობ, რომ საერთოდ უადგილოა და ევროპარლამენტარის საქმე არ არის, საქართველოს ელჩი და მისივე საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორ მოილაპარაკებენ ამა თუ იმ საკითხზე და თანამდებობიდან წასვლაზე”, – განაცხადა სანმხარაძემ.

ანდრიუს კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, ნატალია საბანაძე აიძულეს, რომ გადამდგარიყო.