კარლ ჰარცელი: შესანიშნავი ხედი, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი - დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს

"დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს", – ამის შესხებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი Twitter-ზე წერს და ხაშურსა და სურამში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. შესანიშნავი ხედი სურამის ციხეზე, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი“, - წერს კარლ ჰარცელი.