ეგვიპტეში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის განცხადებაში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სარკინიგზო კატასტროფა კაიროდან 350 კილომეტრის დაშორებით, სუჰაგის პროვინციაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა იმყოფება.
ეგვიპტის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.