საქართველოში თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, როგორც საელჩოს ახალ განცხადებაშია ნათქვამი, 24 ოქტომბრის ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე.
"ზოგიერთ მედიაში ინფორმაცია ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საელჩო საერთოდ აჩერებდა მუშაობას. ჩვენი საელჩო აგრძელებს მუშაობას. განცხადება ეხება მხოლოდ არა სასწრაფო საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.