თბილისის ძიუდოს გრანდ სლემზე თემურ ნოზაძემ პირველი ოქრო მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. ოქროს მედალთან ერთად მან ათასი სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.
თემურ ნოზაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და 60 კგ. წონით კატეგორიის ფინალში უზბეკეთის წარმომადგენელს ქემრან ნურილაევს შეხვდა.
უზბეკი მეტოქე არასწორი ილეთის ჩატარების გამო ორთაბრძოლიდან მოიხსნა, შესაბამისად გამარჯვება ქართველ ძიუდოისტს დარჩა.