მარია ზახაროვა: შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს

შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე, კომენტირებისას ზახაროვამ აღნიშნა - „მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია - ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ“.