დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გაჩენილი მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
სურათზე (იხ.ქვემოთ), რომელიც ცენტრმა გამოაქვეყნა, ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა.
"შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენ მიერ ელექტოძიებით მიღებულ პროფილებს.
დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს.
ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ. გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთხელ. (სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში (მოძრაობს)", - ნათქვამია განცხადებაში.