ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ AstraZeneca-ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მასაც ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რაც სისუსტეში გამოიხატებოდა.
"მე თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია. ალბათ აკვირდებით რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძნობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც Pfizer-ს,“ - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით 23 მარტს საჩხერეში აიცრა.