ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში შემოსული ვაქცინები კორონავირუსის ახალ შტამზე დადებითად მოქმედებს.
"ეს ვაქცინები, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულიად მოქმედებს ახალ შტამზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ AstraZeneca-ს აქვს საფუძვლიანი კვლევები. ის გამოიყენებოდა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე ბრაზილიაში. რისკი არ დგას, რომ ამ აცრების გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობის ავადობა გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დამატებით ვაქცინებზე და ვაქცინების მენიუს გაზრდაზე ვმუშაობთ და ველოდებით ასევე ვაქცინების სხვა სახეობებს,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.