"თავისუფლება ნიკა მელიას" - სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს", - სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და აქციას მართავენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა ნიკა მელია შეძახილებით გაამხნევეს და სკანდირებდნენ:"თავისუფლება ნიკა მელიას", "თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს".

აქტივისტებმა, აქციის მიმდინარეობისას საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

აქციის მონაწილეებმა დღეს კომენდანტის საათს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ისინი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ და ავტოკოლონების მსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან წავიდნენ.