დღეს "ორივე ჯორჯიაში", როგორც ქვეყანაში, ისე აშშ-ის შტატში დემოკრატიის უკუსვლაა. ამის შესახებ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლიმ Twitter-ზე დაწერა.
"დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა, ორივე ჯორჯიაში (სახელმწიფოშიც და შტატშიც). ბაიდენის დღის წესრიგი დემოკრატიული განახლებისთვის, შინ და გარეთ, სულ უფრო რთული ხდება", - წერს მაკფოლი.