ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 490 ადამიანს დაუდასტურდა. 219 გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 279 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 271 804, გარდაიცვალა 3746 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.77%.
ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან 256 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 36, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 360. საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 178, იმერეთში - 285.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი: 313. მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 30, იმერეთში -70.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 71, მათგან თბილისში - 49, აჭარაში - 2, იმერეთში - 5.
192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 579 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 15.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 845 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 353 პირი, აჭარაში - 878, იმერეთში - 956.