ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში ბავშვების ვაქცინაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში ბავშვების აცრა არ არის რეკომენდებული, რადგან კვლევები არ არის დასრულებული.
„ვაქცინაციისთვის მაქსიმალური ასაკი არ არსებობს, მინიმალური კი არსებობს. არც საქართველოში და არც მსოფლიოში ბავშვები არ იცრებიან, იმიტომ რომ ჯერ არ არის დასრულებული საფუძვლიანი კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ვაქცინის უსაფრთხოებას ბავშვებისთვის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.