"ქართული ოცნების" ოფისთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქციას მართავენ.
ისინი ქვეყანაში შემნილ ვითარებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან მიიტანეს ბერა ივანიშვილის სურათი და ბანერი "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით, რომელზეც წერია "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს".
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.