ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი კლიმატზე სასაუბროდ სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ორ დღიანი სამიტში, რომელიც 22 აპრილს უნდა დაიწყოს, 40-ზე მეტი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
ლიდერები შეხვედრაზე ადამიანის ქმედებებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ.
ბაიდენის განცხადებით, პუტინი და სი ძინპინი სამიტზე მოწვევის შესახებ ინფორმირებულები არიან თუმცა, მას ჯერჯერობით პირადად არც ერთ მათგანთან არ უსაუბრია.