საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია შეიტანა, რომელსაც ხელს 5 000-მდე ადამიანი აწერს.
ვაშლიჯვრის მოსახლეობა ითხოვს, დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
ამასთანავე, მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
ნიქალაქეები მოითხოვენ მშეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს და შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
ამასთანავე, 28 მარტს, ვაშლიჯვრის მცხოვრებლები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ სახელწოდებით „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი“.