ირანმა და ჩინეთმა  25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

ირანმა და ჩინეთმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თეირანში მოაწერეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, აღნიშნა, რომ ირანისა და ჩინეთის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს ამჟამინდელი სიტუაცია და ის იქნება მუდმივი და სტრატეგიული.

”ირანი დამოუკიდებლად წყვეტს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან და არ ჰგავს ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც ერთი სატელეფონო ზარით შეცვლიან პოზიციას", - განაცხადა მან.

ხელშეკრულების ყველა დეტალი ამ დრომდე გასაჯაროებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მოიცავს ჩინურ ინვესტიციებს ირანის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში.