თბილისში, 85 წლის ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 85 წლის ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ის განცხადებით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.