ამირან გამყრელიძე: აპრილში, საქართველოში ჩინური Sinopharm-ის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა

აპრილში, საქართველოში ჩინური Sinopharm-ის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხს" განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები Pfizer-თან, Novavax-თან, Johnson & Johnson-თან და სხვა მწარმოებლებთან.

„კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია Sinopharm-თან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში Sinopharm-ის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.

მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები Pfizer-თან, Novavax-თან , Johnson & Johnson-თან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: პირველი არხი