„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
„მქონდა არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის. სპეციალურად ავიცერი AstraZeneca, გასაგები მიზეზების გამო. რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრი, როცა ორივე კარგია“, - წერს გოცირიძე Facebook-ზე.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არამარტო სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებისთვის არამედ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად გოცირიძემ ვაქცინაცია ამ უკანასკნელი კრიტერიუმის გათვალისწინებით ჩაიტარა.