Reuters-ის ინფორმაციით, კანადაში, საჯარო ბიბლიოთეკაზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
როგორც ცნობილია, ქალაქ ვანკუვერში უცნობი მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი დანით საკუთარ თავს აყენებს ჭრილობებს, შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.