ჩინეთის დედაქალაქს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ქარიშხლის გამო პეკინში ხილვადობა გართულდა, ქალაქის ქუჩები კი მტვრის სქელი ფენით დაიფარა.
სპეციალისტების მტკიცებით, ჰაერის დაბინძურებამ დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე გადააჭარბა.
ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.