დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციათა ჩამონათვალს აქვეყნებს იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.
როგორც Astrazeneca-ს, ისე Pfizer-ს პირველი დოზით აცრილებს NCDC მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:
ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში
დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი - Astrazeneca და Pfizer.
Astrazeneca ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, ხოლო Pfizer აცრა სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.