საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა. ანგარიში პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და ვილი სანიოლის გუნდი შესვენებაზე მოგებულის სტატუსით გავიდა. მეორე ტაიმი ესპანელების სრული უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრებს ძირითადად მეტოქის შეტევების მოგერიება უწევდა. გამარჯვების გოლი დამატებით წუთზე გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიში - 2:1 დაფიქსირდა. ანგარიში ფერნარდო ტორესმა გაათანაბრა. მეორე გოლი კი დანი ოლმოს ეკუთვნის.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ლევან შენგელიას, მსაჯმა უხეშად თამაშისთვის წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.