"კოვიდინფიცირებულისთვის ვაქცინის მიღება, ეს არის ექსპერიმენტი და საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ", - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
ინფექციონისტის ცნობით, თუ ადამიანი უკვე ინფიცირებულია კორონავირუსით, ვაქცინა მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში ვერ დაეხმარება.
"ვაქცინის მიღების შემდეგ, ანტისხეულების გამომუშავება სამი კვირის შემდეგ ხდება, მანამდე ვაქცინა ვერ იცავს ორგანიზმს. ამიტომ ადამიანმა არ უნდა დამალოს საეჭვო სიმპტომები იმ იმედით, რომ ვაქცინის გაკეთება მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში დაეხმარება. უსიმპტომო კოვიდის დროს, თუ პაციენტმა არ იცის რომ ვირუსი აქვს, ვაქცინის გაკეთება ტრაგედიას არ წარმოადგენს, თუმცა, თუ მას ეჭვი აქვს კორონავირუსის სიმპტომებზე, ვაქცინაციისგან თავის შეკავება აუცილებელია, ტესტის გაკეთებამდე. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ", - განუცხადა Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
რა სახის ანალიზებია საჭირო კოვიდვაქცინამდე და რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს აცრა