სუეცის არხში ჩახერგილი გემი მეჩეჩიდან გადაიყვანეს

Reuters-ი ინფორმაციით, კონტეინერმზიდი ხომალდი, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტა, მეჩეჩიდან გაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება მოძრაობა სუეცის არხში. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონტეინერების გადამტანი ხომალდი მეჩეჩიდან ჯერჯერობით ნაწილობრივ გაიყვანეს და საბუქსირო გემები ახლა ხომალდის კურსის გასწორებას ცდილობენ.

400-მეტრიანი კონტეინერმზიდი იაპონური კომპანია „შოჰეი კისენის“ საკუთრებაა და პანამის დროშის ქვეშ ცურავს. 23 მარტს გემმა ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ერთი ხაზი გადაკეტა. სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდება.