კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ჯამში აცრილია 4 924 ადამიანი, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით და რამდენი Astrazeneca-ს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 382.