ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ოსვალდო ბიატო ჟუნიორმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა.