ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე: ჯერ მოვუსმინოთ რას იტყვის, შემდეგ შევაფასებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე საუბრისას აცხადებს, რომ მან ჯერ არ იცის, თუ რას აპირებს გახარია. ჯერ მის გეგმებს მოუსმენს, შემდეგ კი შეაფასებს ყოფილი პრემიერის გეგმებს პოლიტიკაში.

„რაც შეეხება გახარიას, ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო?! გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს 8 წლის განმავლობაში ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ იყო ეკონიმიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ – მინისტრი, 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ჯერ დაელოდეთ, მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის და როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას", – აცხადებს ღარიბაშვილი.