“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალ ან ზეგ საზოგადოება მოლაპარაკებების შესახებ ყველაფერს გაიგებს. ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, არ მოეწერა ხელი ან მოეწერა ხელი, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს დეტალებს, გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს”, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, კრისტიან დანიელსონს მმართველი გუნდის წევრები დღეს, 6 საათზე ისევ შეხვდებიან, მანამდე კი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო შეიკრიბება და კრისტიან დანიელსონთან განხილულ საკითხებზე იმსჯელებენ.