დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.
შეხვედრას ასევე ესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
იქამდე, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი და მოლაპარაკების მიმდინარე პროცესი განიხილეს.