სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა

"ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამას აცხადებს არა მხოლოდ სომხური მხარე, არამედ საერთაშორისო საზოგადოება და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

როგორც სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხდომაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს.