საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს

საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა “ფორბსი” წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ყაზახური ფინთექ-პლატფორმა Kaspi-ს 2 დამაარსებელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ მილიარდერები გახდნენ, მათგან ერთი კი სწორედ ქართველი მიხეილ ლომთაძეა.

მიხეილ ლომთაძე 1975 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოში, დაიბადა. თბილისშივე აიღო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ლომთაძემ პირველი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. 2002 წელს მან კომპანია “ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რომელსაც თავადვე მართავდა და მალევე მსოფლიოში ავტორიტეტულ აუდიტორიულ კომპანია “ერსტ ენდ იანგის” შეუერთა. მას შემდეგ ლომთაძე საქმიანობას რუსეთში აგრძელებს. სწორედ რუსეთ უკავშირდება მისი წარმატებული კარიერის სტარტი, რომელიც ყაზახეთში გრძელდება. ლომთაძე ჯერ კიდევ 2008 წელს იქცა ყაზახეთის ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ახალგაზრდა ფინანსისტად. საფინანსო სექტორში ის კონკურენტუნარიან კადრად ისეთმა მიმართულებებმა აქცია, როგორიცაა ვენჩურული ფონდები და რისკების მართვა, მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრის კარგად ცოდნა.

2009 წლისთვის მიხეილ ლომთაძე უკვე ყაზახეთში, “კასპი ბანკის” მმართველი ხდება. პრესისთვის მიცემული ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს “კასპი ბანკის” წარმატებულობაზე The Financial Times-ის მიერ მინიჭებული სტატუსიც მოწმობს. გავლენიანმა გამოცემამ “კასპი ბანკი” 2009 წლის საუკეთესო ყაზახურ ბანკად დაასახელა, რამაც ბანკის პრესტიჟი საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად გაზარდა.

ცნობისთვის, კომპანია Kaspi ყაზახეთში ოპერირებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 18 მილიონს შეადგენს, ქართველი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც სესხების ბაზრის უდიდეს წილს, 32%-ს შეადგენს. კომპანიის მთავარი საქმიანობა ელექტრონული ფინანსური პროდუქტებისთვის (სესხები, გადასახადები) შესაბამისი პლატფორმის უზრუნველყოფას წარმოადგენს. პანდემიის გამო, Kaspi-ს პროდუქტების მოხმარებამ პიკს მიაღწია.

2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შემოსავალმა მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში, $286 მილიონი შეადგინა.

Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს „უანგარო მუშაობისათვის", „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო.

წყარო