გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, გოგი წულაიას მდგომარეობა დამძიმდა, ის მოძრაობისას წაიქცა, რის გამოც საჭირო გახდა ექიმების ჩარევა.

მისივე ინფორმაციით, წულაიას უკვე 15 კგ აქვს დაკლებული.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​