"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, რომ ნიკა მელიას აუცილებლად უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავის 2-ის" ეთერში განაცხადა.
"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა, ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა, რომ ნიკა მელიას აუცილებლად უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი, იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად.
შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ: როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი, იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა, რომ იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი იყო," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.