აკაკი მინაშვილი: თუ მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება

"თუ მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შეუთავაზებია.

„მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია. მთავარი საკითხები, რაც ჩვენ წამოვწიეთ, უპირველეს ყოვლისა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხია. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში ეს ორი ადამიანი არ გათავისუფლდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და ხვალ რაღაც სურათი ალბათ. გამოიკვეთება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.