ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას შეუძლია ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდოს.
ჟურნალისტის კითხვას, ჯო ბაიდენის მსგავსად, შეუძლია თუ არა პუტინს მკვლელი უწოდოს უპასუხა, "სამწუხაროდ, დიახ".
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აშკარად არ სცემს პატივს მეზობელი სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
”მე ვხედავ ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების აშკარა უგულებელყოფის ბევრ ნიშანს, ერების თვითგამორკვევის უფლების უგულებელყოფას, მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას, რასაც კრემლი ბოლო დროს საკმაოდ დემონსტრაციულად აჩვენებს”, - ნაუსიდა განაცხადა.