"დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა, შეთანხმება არ იქნება ადვილი", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძე კრისტიანნ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხად.
მისი თქმით, კომპრომისის გარეშე ვერ შედგება შეთანხმება, "ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ კომპრომისებისთვის".
სამნიძის განმარტებით, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას.
"მე ამ პროცეისი მიმართ ყოველთვის ვიყავი დადებიტად განწყობილი. იმდენად მაღალ რანგშია აყვანილი ეს მოლაპარაკებები, იმდენად დიდია ჩართულობა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა, შეთანხმება არ იქნება ადვილი, რადგან კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არაა ისე კმაყოფილი,როგორც გვინდა, რომ ვიყოთ.
ეს არის მოლოდინი, მაგრამ კმაყოფილი ვიქნებით იმით და ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში, რომ ამ ორივე ძალიან დაპირისპირებულმა მხარემ შეძლო შეთანხმება და ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ეს ქვეყანა კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს გადადგამს წინ", - განაცხადა სამნიძემ.