ზურაბ ჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი

დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კირსტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

„დღეს არც არანაირი შემოთავაზება და არც პუნქტების გავლა დეტალურად არ ყოფილა. მეც მგონია, რომ ასე შეუძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ან მოხდება შეთანხმება, ან არ მოხდება. უბრალოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გამიჭირდა იმის თქმა, დასრულდება შეთანხმებით, თუ - არა. დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. ავხსენით ისევ ჩვენი პოზიცია რა არის.

თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.