"მოვუწოდებ ყველა პარტიას იზრუნონ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.
"დღეს მე შევხვდი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია.
დემოკრატია საჭიროებს სხვადასხვა მხარეების ინტერესების გათვალისწინებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხარისთვის. პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ასევე, გზა იქნება, რათა გადაილახოს ნდობის ნაკლებობა. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება. მინდა შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.
ამიტომ დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას იზრუნონ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე", - განაცხადა დანიელსონმა.
დანიელსონის თქმით, კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს.
"კომპრომისი ყველასთვის რთულია. ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. აქ მთავარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და რეალურ საკითხებზე ყურადღების", - განაცხადა დანიელსონმა. გამახვილებისა: ეს არის კოვიდის პანდემია, ეკონომიკა, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსობა.
როგორც დანიელსონა აღნიშნა, ხვალ იქნება დოკუმენტი.
"ხვალ იქნება დოკუმენტი. საკითხები უკვე ისედაც იცით, რადგან ეს იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული დოკუმენტია. უფრო შორს რომ გავიხედოთ, რა არის აქ არსებითი, შევხედოთ სტრუქტურულ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. სხვა საკითხებიც ასევე იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამ დოკუმენტს წარვადგენთ", - განაცხადა დანიელსონა.