სომხეთში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს.

როგორც სომხეთის ჯანდაცის სამინისტრო აცხადებს, მიღებულია ვაქცინის 24 ათასი დოზა, რომელიც COVAX FACILITY-ის ინიციატივის ფარგლებში. შეიძინეს.

როგორც ცნობილია, ვაქცინის პირველი პარტია გათვალისწინებულია რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის - ექიმებისთვის, 65 წლის და უფრო მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და სოციალური უწყებების მუშაკებისთვის