ნიკოლას მადურო: მზად ვართ, ნავთობი ვაქცინებზე გავცვალოთ

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის ნავთობით გადაიხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მადუროს თქმით, ვენესუელა უკვე მუშაობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის COVAX მექანიზმის ვაქცინებისთვის გადახდა ნავთობით და ასევე იმ სახსრებით აწარმოოს, რომლებიც, სანქციების გამო, საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშებზე გაყინულია.

„ვენესუელას ნავთობი აქვს და ამ ნავთობის კლიენტიც ჰყავს. მზად ვართ, ნავთობი ვაქცინებზე გავცვალოთ, მაგრამ არავის შევეხვეწებით“, - აღნიშნა მადურომ.