სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ აქტივისტი და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ბრალდებული გ.წ შემოსვლის დღიდანვე შიმშილობს. 25.03.2021 წელს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. ამ დროისთვის, როგორც მოშიმშილე პატიმარი, იგი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, ასევე ინფუზური თერაპია. სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.