„საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, - ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის, დევიდ კრამერის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში არის ნათქვამი, რომელიც გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნდა.
სტატიაში იან კელი და დევიდ კრამერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ და აფასებენ. დიპლომატები საკუთარ ხედვაზე საუბრობენ, როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა, საქართველოში არსებულ კრიზისს.
დიპლომატების თქმით, რომ საქართველოს ამერიკის მხარდაჭერსა და გამხნევება სჭირდება. აშშ-მ მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში. მათი თქმით, საჭიროა, სპეციალური გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე აშშ-ს კონგრესის წევრების საქართველოში საგანგებო წარმომადგენლებად ჩასვლა.
„ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა - მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე” - ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.
როგორც დიპლომატები აცხადებენ, ამ ნაბიჯების გადადგიმსთვის, სჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდეს. ამ დროისთვის, უწყებაში მხოლოდ სამი ოფიციალური მაღალი რანგის პირია დამტკიცებული. ჯერ კიდევ არ არის არავინ დამტკიცებული, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის თანამდებობაზე.
თუმცა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტში გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდება, დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ პროცესში კონგრესის წარმომადგენლების უნდა ჩაერთნონ.
„კონგრესის წამყვანმა წევრებმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა შეასრულონ დროებითი სპეციალური დესპანის მოვალეობა და დაგეგმონ ოფიციალური ვიზიტი თბილისში...
ისინი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობებ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიოული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“ - ნათქვამია საგაზეთო წერილში", - ნათქვამია ერთობლივ წერილში.