დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება.
საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად 10 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
საიტზე რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
10 დღით ადრე, 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.